საქართველოს ავიაბაზრის ლიდერი თურქული ავიაკომპანია Turkish Airlines-ია, რომელმაც პირველობა რამდენიმე წლიანი პაუზის შემდეგ დაიბრუნა. „ავიანიუსის“ ინფორმაციით, 2021 წლის 6 თვეში Turkish Airlines 76216 მგზავრს მოემსახურა, რითაც საქართველოს ავიაბაზრის 14%-იანი წილის მფლობელი გახდა.
საქართველოს ავიაბაზარზე 12%-იანი წილის მფლობელია უკრაინული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია SkyUp Airlines, რომელიც 2021 წლის იანვარ-ივნისიში 64125 მგზავრს მოემსახურა.
ლიდერთა რეიტინგში რიგით მესამე მოთამაშეა ასევე თურქული ავიაკომპანია Pegasus Airlines, რომელიც 2021 წლის 6 თვეში თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში 43951 მგზავრს მოემსახურა, რითაც ბაზრის 8%-იანი წილის მფლობელი გახდა.
ლიდერთა ხუთეულში მოხვდა კიდევ 2 უცხოური ავიაკომპანია, კერძოდ, საქართველოს ავიაბაზრის 7-7%-იანი წილის მფლობელები არიან: Belavia და Israir Airlines.
