LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართული წარმოშობის ღვინის დასახელებს რუსეთში უკანონოდ ვეღარ გამოიყენებენ

54

ქართული წარმოშობის ღვინის სახელებს რუსეთის ფედერაციაში თვითნებურად ვეღარ გამოიყენებენ.

ექვს ქართულ ადგილწარმოშობის დასახელებაზე რუსეთის ინტელექტუალური საკუთრების ფედერალურ სამსახურში სარეგისტრაციო პროცედურა დასრულდა.

ხვანჭკარას, ტვიშის, ახაშენის, წინანდალის, მუკუზანის და ქინძმარაულის დასახელებაზე განსაკუთრებული უფლება რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ ღვინის ეროვნულ სააგენტოს მიენიჭა.

როგორც ”ფორტუნას” “საქპატენტიდან” აცნობეს, ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულმა ცენტრმა აღნიშნულ ადგილწარმოშობის დასახელებებზე „როსპატენტში“ განაცხადი 2013 წლის 18 ივნისს შეიტანა.

სავალდებულო პროცედურების გავლის შემდეგ, რუსეთის ფედერაციის ადგილწარმოშობის დასახელებების სახელმწიფო რეესტრში ხვანჭკარას, ტვიშის და კიდევ ოთხ დასახალებაზე რეგისტრაციის ვადა 2023 წლის 18 ივნისამდე განისაზღვრა.

როგორც “საქპატენტში” აცხადებენ, ადგილწარმოშობის დასახელებების დაცვა რუსეთის ფედერაციაში, ხელს შეუწყობს ქართული ღვინის ცნობილი დასახელებების უკანონო გამოყენების წინააღმდეგ ბრძოლას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g