LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართულმა ბრენდმა ჩანთების და ფეხსაცმლის წარმოება უკრაინის დროშის ფერებში დაიწყო

325
ipiccy_image

უკრაინის მიმართ სოლიდარობის გამოსახატავად, ქართულმა ბრენდმა ჩანთებისა და ფეხსაცმლის წარმოება უკრაინის დროშის ფერებში დაიწყო. საუბარია Lalo Shoes Collection-ზე, რომელმაც მომხმარებელს უკრაინის სახელმწიფოს დროშის ფერებში შექმნილი ფეხსაცმელი მარტის დასაწყისში წარუდგინა.

რაც შეეხება ამავე თემატიკის ჩანთების წარმოებას, ის რამდენიმე დღის წინ დაიწყო. „თქვენი მოთხოვნიდან გამომდინარე უკვე დაგვემატა ჩანთაც“, – აცხადებენ Lalo Shoes Collection-ში.

ცნობისთვის, Lalo Shoes Collection ადგილობრივი და საექსპორტო ბაზრებისთვის ნატურალური ტყავის ფეხსაცმელსა და აქსესუარებს უკვე 10 წელია აწარმოებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g