LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ქართულმა ოცნებამ“ საფრთხის ქვეშ დააყენა ევროკავშირთან ქართველი ხალხის ერთ-ერთი მთავარი მონაპოვარი – უვიზო მიმოსვლა და თუკი „ქართული ოცნება“ დარჩება ხელისუფლებაში, ქართველი ხალხი ამას დაკარგავს“ – ზურაბ ჭიაბერაშვილი უვიზო მიმოსვლის შესაძლო შეჩერებაზე

132
ზურაბ ჭიაბერაშვილი

„26 ოქტომბერს ეს ანტიქართული, ანტიჰუმანური პოლიტიკური ძალა ერთიანობით უნდა დავამარცხოთ და რა თქმა უნდა, უვიზო მიმოსვლაც შევინარჩუნებთ და ევროკავშირისგან უფრო მეტ სარგებელს მივიღებთ, მათ შორის იმ 14 მილიარდიან დახმარებას“ – ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ საგარეო მდივანმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა.

აღნიშნული კომენტარი ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა ევროკავშირის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის შესაძლო შეჩერებასთან დაკავშირებით გააკეთა.

მისი შეფასებით, „ქართული ოცნების“ პოლიტიკა პარტნიორ ქვეყნებს მძიმე ზომების გატარებისკენ აიძულებს.

„ქართულმა ოცნებამ“ საფრთხის ქვეშ დააყენა ევროკავშირთან ქართველი ხალხის ერთ-ერთი მთავარი მონაპოვარი – უვიზო მიმოსვლა და თუკი „ქართული ოცნება“ დარჩება ხელისუფლებაში, ქართველი ხალხი ამას დაკარგავს. არავის არ უნდა ქართველი ხალხისთვის უვიზო რეჟიმის გაუქმება, უბრალოდ ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ ჩვენს პარტნიორებს ასეთი ნაბიჯების გადადგმას აიძულებს, ამიტომ 26 ოქტომბერს ეს ანტიქართული, ანტიჰუმანური პოლიტიკური ძალა ერთიანობით უნდა დავამარცხოთ და, რა თქმა უნდა, უვიზო მიმოსვლაც შევინარჩუნებთ და ევროკავშირისგან უფრო მეტ სარგებელს მივიღებთ, მათ შორის იმ 14 მილიარდიან დახმარებას, რომელიც საქართველოსკენ წამოვა, რითაც ქვეყანაში ევროპული ტიპის კეთილდღეობა შეიქმნება“,- განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g