საქართველოში ეგვიპტის ტურებზე საკმაოდ მაღალი მოთხოვნა ფიქსირდება. როგორც საქართველოში ავიაკომპანია Air Cairo-ს გენერალური აგენტი კომპანია “ავიაქსელის” ხელმძღვანელმა ამირან აბესაძემ განაცხადა, ტურის ღირებულება 1300 ლარიდანაა, ორმხრივი ავიაბილეთის ჩათვლით.
„ვყიდით, როგორც ერთ კვირიან ასევე, 2 კვირიან ტურებსაც. გვქონდა შემთხვევა, როდესაც ჩვენმა მომხმარებელმა ეგვიპტის 1 თვიანი ტურისტული პაკეტი შეიძინა”, – აცხადებს ამირან აბესაძე “ავიანიუსთან” საუბრისას.
ცნობისთვის, ავიაკომპანია Air Cairo-მ შარმ-ელ-შეიხი-თბილისი-შარმ-ელ-შეიხის საჰაერო ხაზზე ოპერირება 11 აპრილიდან აღადგინა. რეისები ამ დროისათვის კვირაში ერთი სიხშირით სრულდება, თუმცა 1-ელი ივლისიდან კვირაში ორი სიხშირით, ყოველ ოთხშაბათს და კვირას განხორციელდება.