ქართული კლუბების ნაწილმა რუსული ოკუპაცია გააპროტესტა.
ქუთაისის „ტორპედო“, ბოლნისის „სიონის“ მატჩის დაწყებისას მოედანზე სპეციალურად დამზადებული მაისურებით გამოჩნდა, რომელზეც ეწერა: „საქართველოს ტერიტორიების 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ“.
ასეთივე მაისურებით გამოვიდნენ მოედანზე თბილისის „ლოკომოტივი“ და „რუსთავი“. პროტესტი უყურადღებოდ არ დაუტოვებია რუსულ მედიას. ერთ-ერთმა დეპუტატმა იგორ ლებედევმა ფიფა-ს ქართული კლუბების დასჯაც მოსთხოვა: „ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაცია ვალდებულია, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, რეაგირება მოახდინოს ფეხბურთელების მსგავსი საქციელის გამო”, – წერს ლებედევი.
ქართველი ფეხბურთელები მატჩებზე ანტირუსული ლოზუნგებით გავიდნენ.
რუსმა დეპუტატმა ფიფას ქართველი ფეხბურთელების დასჯა მოსთხოვა
ამავე აზრზეა დუმაში ფიზიკური კულტურის, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის დეპუტატი დმიტრი სვიჩევი: “ფიფა და უეფა ვალდებული არიან საქართველოში ფეხბურთელების ანტირუსულ აქციაზე რეაგირება მოახდინონ”.
ამას გარდა, რიგმა ქართველმა სპორტსმენებმა ოკუპაცია სოციალური ქსელით გააპროტესტეს.
რუსული პრესა ყურადღებას ამახვილებს, რომ ანტისაოკუპაციო პროტესტში აქტიურ მონაწილეობას იღებს საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია.
რას წერენ სოცქსელებში რუსები:
ქართველებმა სულ დაივიწყეს ისტორია. თავის დროზე დაჩოქილები გვევედრებოდნენ თურქებისგან დაცვას. მადლობას ვინ ჩივის, უბრალოდ აქით ნუღარ გვიტევთ.
ქართველ მეგობრებს ისტორიის სწავლა მართებთ. ალბათ, კიდევ ბევრჯერ გვთხოვენ დახმარებას.
დაგვენებებინა უნდა თურქებისთვის ქართველების ნაწილებად ქცევა. 5 წლის შემდეგ გავყრიდით იქიდან თურქებს, ჩავასახლებდით რუსებს და არანაირი პრობლემა აღარ იქნებოდა.
ღმერთო, ასეთი განცდა მაქვს, რომ თანამედროვე საქარველოში მხოლოდ ორი რამ გამოსდით: ხინკლის გაკეთება და რუსეთის გინება ყველა სიტუაციაში.
თბილისის ცენტრში აშშ-სა და ნატოს დროშები ჰკიდია, ოკუპანტი კი რა თქმა უნდა რუსეთია.
მასალა მომზადებულია sportall.ge-ის მიხედვით.