LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართველი ფსიქოლოგი და ქოუჩი გვასწავლის, როგორ გავუმკლავდეთ მიღებულ სტრესს: „ეს ომი ქართველებისთვის არის რეტრავმირება, ანუ ტრავმის ხელახალი მიღება“

396
qouchi

საზღვარგარეთ მომუშავე ქოუჩი ფსიქოლოგიის მიმართულებით, რომელიც სოციალურ ქსელში დარეგისტრირებულია, როგორც Le Van House, გვირჩევს, როგორ უნდა დავაღწიოთ თავი ნეგატიურ ფიქრებს  რთულ დროში სისასტიკის კადრების ნახვისას…

„როგორ მოვუაროთ თავს ამ ურთულეს პერიოდში

პირველ რიგში, მნიშვნელოვანია რეალობის გაცნობიერება.

მასთან ბრძოლას აზრი არ აქვს, ეს მხოლოდ ძალას წაგართმევთ

დაუშვით ყველა ის პირველადი ემოცია (primary emotion), რომელიც უშუალოდ გაგიჩნდებათ, მაგალითად სასტიკი სურათების და ამბების მიმართ

დღეს  ხდება დიდი უსამართლობა. ამაზე ადეკვატური, პირველადი ემოცია არის დიდი გაბრაზება. ასე რომ, გაბრაზდით!

ეს ძალიან მნიშვნელოვანია! თორემ ეს გულწრფელი, სწრაფი ემოციები ჩანაცვლდება ე.წ. მეორადი ემოციებით, რაც მხოლოდ მეტ გაურკვევლობას გამოიწვევს.

ისაუბრეთ იმაზე, რაც გაწუხებთ!

არ დარჩეთ მარტო ძლიერ ემოციებთან დიდხანს, თორემ ეს გამოიწვევს უსუსურობის შეგრძნებას, რამაც შეიძლება დეპრესიას ჩაუყაროს საფუძველი.

გამოიყენეთ სოციალური ქსელების პლატფორმები, დაიცალეთ ბოლომდე, თუ რამეა, ცენზურას ფეისბუქი თავად დაგადებთ.

ეს ომი ქართველებისთვის არის რეტრავმირება, ანუ ტრავმის ხელახალი მიღება.

თუ ატყობთ, რომ ძველი მოგონებები გიტევთ (flashbacks), აუცილებლად მიმართეთ ექიმს ან/და ფსიქოლოგს.

თუ გართულდა თქვენი დაავადებების სიმპტომები, ეს ბუნებრივია. მიმართეთ მკურნალ სპეციალისტს და ადაპტირება გაუკეთეთ თერაპიას.

მაქსიმალურად შეეცადეთ, ომი არ იყოს დღის ფსიქოლოგიური ეპიცენტრი!

გააგრძელეთ შეძლებისდაგვარად ჩვეული, რუტინული აქტივობები.

არ მოგერიდოთ კარგად ყოფნის, სიცილის, ლამაზი სურათების ატვირთვის.

გააკეთეთ ყველაფერი, რაც შვების მომტანია, გამხიარულებთ, გაბედნიერებთ.

ნუ გეშინიათ, ტკივილი და გლოვა ჯერ საუბედუროდ არსად წავა. ამიტომ მნიშვნელოვანია პარალელურად დადებითი განწყობები, ემოციები. სხვაგვარად გადაიწვებით და დაავადდებით

შეამცირეთ აჟიტირებული, მყვირალა ტელევიზიების ყურება. მოიძიეთ მიზანმიმართულად ინფორმაცია ინტერნეტში.

ნუ იქნებით მხოლოდ ემოციების ამარა.

შეიმუშავეთ ასევე  რაციონალური პოზიცია, არგუმენტებით, ფაქტებით გაჯერებული

ინფორმაცია ჯერ გადაამოწმეთ და მერე შეითვისეთ.

დაიტვირთეთ ფიზიკურად, ისეირნეთ, ფეხით იარეთ.

უსმინეთ საყვარელ მუსიკას, უყურეთ საყვარელ სერიალს, ფილმებს.

მოიწესრიგეთ ძილი.

თუ შეგიძლიათ, დაეხმარეთ სხვებს. არ არსებობს დახმარების კონსტიტუცია  – ყველანაირი დახმარება დახმარებაა!

ალბათ გამომრჩა რაღაცები, მაგრამ აქ დავამთავრებ

ჯანმრთელობას და სულიერ სიმშვიდეს გისურვებთ!

თქვენი ჰაუსი“.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g