LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ქართველი გენერალი პარიზში მაწონს ყიდდაო… გენერალ კვინიტაძეს მაწვნის ქილების ფული ზელენსკიმ მისცა“ – ჟურნალისტი ესმა კუნჭულია საინტერესო ამბავზე წერს

230
12

ჟურნალისტი ესმა კუნჭულია სოციალურ ქსელში გენერალ კვინიტაძესთან დაკავშირებით, საინტერესო ამბავს ჰყვება. პოსტში მოთხრობილია ისტორია, თუ როგორ მოუწია კვინიტაძეს ოჯახთან ერთად საფრანგეთში ემიგრაციაში წასვლა და როგორ ებრძოდა შიმშილს „ფრანგული რძით შედედებული მაწვნით“, რომელსაც შემდგომ ყიდდა.

როგორც პოსტში წერია, მაწვნის გასაკეთებლად გენერალ კვინიტაძეს ფული ერთმა პირმა, გვარად ზელენსკიმ მისცა.

„#ესმუზეუმია გენერალ კვინიტაძეს პარიზში მაწვნის ქილების ფული ზელენსკიმ მისცა…………….. (პუტინს ვუთარგმნი ამ ამბავს)!!

თარიღებით და სახელებით „თამაში“…………

ფოტოზე 1921 წელია და გენერალი გიორგი კვინიტაძე და ქართული არმიას ხედავთ.

ამ ფოტოდან სულ ცოტა ხანში ბოლშევიკები დააქცევენ საქართველოს დამოუკიდებლობას.

გენერალი კვინიტაძე ოჯახთან ერთად საფრანგეთში წავა ემიგრაციაში, თან წაიყვანს თოთო შვილების გადიას ბაბალე მრელაშვილს და როცა ფირფიტების ქარხნის მუშად ქცეული გენერალი უცხო მიწაზე შიმშილს შეებრძოლება – ბაბალე გადიას რეცეპტით ფრანგულ რძეს ქართულ მაწვნად შეადედებს და გაყიდის.

გადაეცით ქართველებს, რომ ქართველი გენერალი პარიზში მაწონს ყიდდაო…- ეს ფრაზა დაიბარა.

გრაფი ლენზდორფის მოგონებებში წერია: პარიზში დიდი იყო ქართული ემიგრაცია, რომლებიც 1921 წელს, ბოლშევიკების ანექსიის შემდეგ წავიდნენ ემიგრაციაში. მე ხშირად ვიყავი გენერალ კვნიტაძესთან, რომელსაც 3 ულამაზესი შვილი ჰყავდა. ფულის საშოვნელად გენერალმა მაწვნის კეთება დაიწო. მაწვნისთვის კვინიტაძეს ჭურჭელი სჭირდებოდა. ფული კი არ ჰქონდა. მაშინ გამოჩნდა ერთი მდიდარი კაცი – ზელენსკი – ვინც მისცა ჭურჭლის ფული. კვინიტაძეს ჰქონდა რაღაც განსაკუთრებული „სოკო“ რძის შესადებებლად. კვინიტაძემდე პარიზში იოგურტზე არავინ არაფერი იცოდა. ჯერ რუსმა ემიგრანტებმა დაიწყო მისი მაწვნის ყიდვა. შემდეგ მან ვიღაც ფრანგს მიჰყიდა ეს ლიცენზია დიდ ფულად. და იმ ფრანგმა ევროპაში დიდი ბიზნესი დაატრიალა. არავინ იცის, რომ ეს გემრიელი ფრანგული იოგურტები რუსული იმპერიის გენერალმა კვინიტაძემ შექმნა.

კი, ასე წერს ლენზდორფი, რუსული არმიისო, და კი, ასე წერს, რომ ზელენსკიმ მისცა ფულიო….

ისტორია ცინიკოსია. ისტორიის ცინიზმს უყვარს თარიღებით და სახელებით თამაში…

გენერალი კვინიტაძე 96 წლის გარდაიცვალა. ხვალ 26 მაისია.

ამ თემაზე გადაცემა ჩემმა მაიკო რამიშვილმა წოდორეთში რამდენიმე წლის წინათ ჩაწერა ჩემთან Maia Ramishvili“, – წერს ესმა კუნჭულია სოციალურ ქსელში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g