16 წლის ბიჭის შექმნილი ხელოვნური ინტელექტი, ანუ Digital Mind, მალე Google-ს კონკურენციას გაუწევს. ეს პროგრამა აერთიანებს 4000 წიგნს, რომლებიც თემატურადაა დაყოფილი მარკეტინგის, ტურიზმისა და მენეჯმენტის სფეროთი დაინტერესებულთათვის.
ქართველი გენიოსის, გიორგი ჩახნაშვილის შექმნილი პროგრამა ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის დონის განათლების მიღების შესაძლებლობას მისცემს ისეთ შშმ პირებს, რომლებსაც სმენის, მხედველობის ან მეტყველების პრობლემა აქვთ.
გიორგიმ პროგრამა 6 თვის განმავლობაში შექმნა. პროგრამის ქართული მზა ვერსია უკვე არსებობს და ის ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში სექტემბრიდან ჩაეშვება. თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ გიორგის შექმნილი ხელოვნური ინტელექტის დანერგვით მსოფლიოს ბევრი ქვეყანა დაინტერესდა და მისი დანერგვა ევროპულ ქვეყნებშიც მალე დაიწყება, სრულყოფილი ვერსია საერთაშორისო ინგლისურ ენაზეა შექმნილი.
ქართველმა გენიოსმა “ფორტუნას” თავად უამბო ხელოვნური ინტელექტის დეტალების შესახებ.
თათია კაკიაშვილი