LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართველი მოციგურავის წარმატება: მორის ყვითელაშვილმა ევროპაზე ბრინჯაო მოიპოვა

123
589784-66744-1287x836

ქართველმა მოციგურავემ, 24 წლის მორის ყვითელაშვილმა, ავსტრიის ქალაქ გრაცში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ყვითელაშვილმა მამაკაცთა ერთეულთა თანრიგში შესანიშნავად იასპარეზა. მან თავისუფალ პროგრამაში 163.94 წულა მიიღო, ჯამში კი 246.71 ქულა დააგროვა და მესამე ადგილზე გავიდა, რაც ისტორიული შედეგია, რადგან ელენე გედევანიშვილის შემდეგ ფიგურულ სრიალში ევროპის ჩემპიონატზე ქართველ მოციგურავეს ბრინჯაოს მედალი არ მოუპოვებია.

 

პირველ და მეორე ადგილებზე რუსები, დიმიტრი ალიევი და არტურ დანიელიანი გავიდნენ.

 

კიდევ ერთმა ქართველმა მოციგურავემ, ირაკლი მაისურაძემ 214.47 ქულა დააგროვა და მე-14 ადგილი დაიკავა.

ჩემპიონატზე, წყვილებში, რიტმული ცეკვის პროგრამით, ქართველი გიორგი რევიაც ასპარეზობდა მარია კაზაკოვასთან ერთად. მათ 67. 49 ქულა მიიღეს და მე-12ე ადგილი დაიკავეს. წყვილი ასპრეზობას 25 იანვარს განაგრძობს.

 

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები