LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართველი თორნიკე ღუტიშვილი ნიუ-იორკის უმსხვილეს ბანკში დასაქმდა 

242
თორნიკე

თავისუფალი უნივერსიტეტის ფიზიკის სკოლის კურსდამთავრებულმა თორნიკე ღუტიშვილმა ნიუ-იორკში, Citi-ში დაიწყო მუშაობა რაოდენობრივი ანალიტიკოსის პოზიციაზე – Exotic Rates Quantitative Analyst. ინფორმაციას თავისუფალი უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათი ცნობით, თორნიკეს საქმიანობის ძირითადი ნაწილი ფინანსური ინსტრუმენტების მათემატიკურ მოდელირებას და ანალიზს მოიცავს.

Citi არის ამერიკის ერთ-ერთი უმსხვილესი უნივერსალური ბანკი 1.7 ტრილიონი აშშ დოლარის მთლიანი აქტივებით.

თავისუფალი უნივერსიტეტის ფიზიკის სკოლის წარმატებით დასრულების შემდეგ, 2016 წელს თორნიკემ მერილენდის უნივერსიტეტში (University of Maryland) განაგრძო სწავლა და მიენიჭა დოქტორის ხარისხი ფიზიკაში. მერილენდის უნივერსიტეტმა მას სწავლის, კვლევისა და აშშ-ში ცხოვრების ხარჯები სრულად დაუფინანსა.

2015 წელს თორნიკემ GRE physics ტესტში მაქსიმუმი 990 ქულა აიღო და მსოფლიო მასშტაბით საუკეთესო 5%-ში შევიდა.
თავისუფალი უნივერსიტეტის ფიზიკის სკოლამ პირველი ნაკადი 2011 წელს მიიღო. თორნიკეს ჯგუფი სკოლის პირველი გამოშვებაა.

 

„სასიხარულო ინფორმაცია!“ – ლევან ლოლაშვილი სრული დაფინანსებით ნიუ-იორკის უნივერსიტეტში ისწავლის

გურამ ქართველიშვილი პენსილვანიის უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ ნიუ-იორკის საინვესტიციო ფონდში დასაქმდა

თორნიკე ყიყიშვილმა ფრანკფურტის საფონდო ბირჟაზე მენეჯერული პოსტი დაიკავა: „ვარ ერთ-ერთი პირველი, რომელმაც რეკორდულად მოკლე დროში გაიარა გზა სტაჟიორობიდან მენეჯერობამდე“

ქართველი გოგონა ევროპაში ასტროფიზიკასა და კოსმოლოგიას შეისწავლის – მან სამაგისტრო პროგრამაზე სრული დაფინანსება მოიპოვა

ლაშა ჩიქოვანმა ჩრდილოეთ კაროლინას უნივერსიტეტში სწავლის სრული დაფინანსება მოიპოვა

23 წლის სოფო ყირიმლიშვილი ჰარვარდში სრული დაფინანსებით ისწავლის 

ქართველი გოგონა 80 000$-იანი დაფინანსებით სწავლას ნიუ-იორკში აგრძელებს

„სადაც არ უნდა წავიდე, ამაყი ვარ, რომ ქართველი ვარ“ – ქართველი გოგონას ამერიკული ცხოვრება და ინოვაციური სტარტაპი სან-ფრანცისკოში

ქართველმა სტუდენტმა აშშ-ში სწავლის სრული, 290 000 დოლარით, დაფინანსება მოიპოვა