LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართველმა გოგონამ რუსულ შოუში გაიმარჯვა

60

ქართველმა დიზაინერმა და რესტორატორმა, მარია შარაბიძემ რუსულ ტელეშოუში „მოდი, დავქორწინდეთ“ გაიმარჯვა. ამ გადაცემაში მამაკაცები სამი გოგონადან ერთ სასურველს ირჩევენ. ამ შემთხვევაში ის ერთადერთი სწორედ მარია აღმოჩნდა.

მარია:

მე, როგორც წარმატებული რესტორატორი და დიზაინერი „ო-ერ-ტე“-ს ძალიან პოპულარულ და ცნობილ გადაცემაში „მოდი, დავქორწინდეთ“, მიმიწვიეს. ედგარ კარელისმა გოგონებს შორის მე შემარჩია. ის თავადაც რესტორატორია, აქვს ღვინის ბიზნესი და ცხოვრობს ნიცაში.

ჩვენ ამ დრომდე ვეკონტაქტებით ერთმანეთს. ახლა თბილისში ჩამოსვლას აპირებს. სხვათა შორის, ერთადერთი ქართველი ვარ, რომელმაც ამ შოუში გაიმარჯვა (იღიმის).

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები