თბილისში, ქაშუეთის ეკლესიაში დიდ დიღომში აფეთქების დროს დაღუპულების სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს.გარდაცვლილთა ცხედრები ტაძარში ცოტა ხნის გადაასვენეს.ტაძარში დასვენებულია ერთი ოჯახის სამი წევრი – ნათია ციცვიძე, მისი მცირეწლოვანი შვილი და ნათიას და ნინო ციცვიძე.
ქაშუეთში შეკრებილი არიან დაღუპულების ოჯახის წევრები, ახლობლები და რიგითი მოქალაქეები.
საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ილია მეორე 19.00 საათზე დაღუპულთა სულების მოსახსენიებელ პანაშვიდს გადაიხდის.
დიდ დიღომში აფეთქება სამი დღის წინ მოხდა. შემთხვევის დროს 8 ადამიანი დაშავდა, 4 კი გარდაიცავალა, მათ შორის ერთი მცირეწლოვანი.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდართან დაკავშირებით დაწყებული გამოძიების ფარგლებში ყაზტრანსგაზის ორი თანამშრომელი დააკავა.
მათ ბრალი ოფიციალურად უკვე წაუყენეს.აფეთქების საქმეზე დაკავებულ ორ პირს, თორნიკე ტატიშვილსა და ვაზელ მამადიანს სამსახურეობრივ გულგრილობას ედავებიან.
ფოტო : 1tv.ge