LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქედის მუნიციპალიტეტში მეწყერს პოლიციელი ემსხვერპლა

189
ing (5)

აჭარის რეგიონში, ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ წონიარისში მეწყერის ჩამოწოლის შედეგად, საკუთარ საცხოვრებელ სახლში შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ქედის რაიონული სამმართველოს უბნის უმცროსი ინსპექტორის თემურ ბარამიძე გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს და მომხდარის გამო მწუხარებას გამოთქვამს.

„ამავე რეგიონში, ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ თხილვანაში, ჩამოწვა ზვავი და მოიყოლა ორი ადამიანი, რის შედეგადაც გარდაიცვალა ერთი ადამიანი, მეორე კი უსაფრთხო ადგილას არის გადაყვანილი.

სტიქიის ადგილზე იმყოფებიან შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის წარმომადგენლები, ასევე, მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს სამუშაოები.

სტიქიაა ასევე დასავლეთ საქართველოს კიდევ რამდენიმე რეგიონში, სადაც შესაბამისი სამსახურები, მათ შორის შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფია მობილიზებული“, – წერია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ხულოში ზვავმა სახლი წაიღო – დაიღუპა ერთი ადამიანი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები