ქეით მიდლტონი ოფიციალური ვიზიტით ჩეშირში იმყოფებოდა, სადაც ქალთა კოლონიას ესტუმრა. მიდლტონმა ის ქალბატონი მოინახულა, რომელსაც შვილი ციხის კედლებში შეეძინა. ამ დღეს უელსის პრინცესა ბრწყინავდა Blazé Milano-ს შინდისფერ კუბოკრულ პალტოში, რომელიც Kiltane-ის ამავე ფერის ქვედაბოლოსთან ჰქონდა შეხამებული.
ქეითი ოფიციალურად მოვალეობების შესრულებაც ცოტა ხნის წინ დაუბრუნდა. ის სულ უფრო მეტი სიხშირით სტუმრობს კლინიკებსა და სამედიცინო ცენტრებს. სიმსივნის დამარცხების შემდეგ, უელსის პრინცესამ პრიორიტეტად ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანების დახმარება დაისახა.
ყავისფერ პიჯაკსა და შავ შარვალში გამოწყობილი ქეით მიდლტონი ნაციონალურ გალერეას ესტუმრა
ქეით მიდლტონი ბავშვთა ჰოსპისში „ზარას“ 110 დოლარიანი კაბით გამოჩნდა