უელსში ოფიციალური ვიზიტის დროს უელსის პრინცესამ, ქეით მიდლტონმა 60-იანი წლების სტილიდან შთაგონებული ვინტაჟური პალტო მოირგო და კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი საკუთარ მოდურ არჩევანს.
ვიზიტისთვის მან შეარჩია თბილი წითელი ტონების ჰარმონიული კომბინაცია. ქეით მიდლტონს ეცვა მწვანე ფერის ფართო შარვალი, მუქი მწვანე სვიტერი და შოკოლადისფერი ხავერდის მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი. ლუქს ავსებდა უელსში დაფუძნებული სამკაულების ბრენდის საყურეები. განსაკუთრებული ყურადღება კი მისმა ვინტაჟურ პალტომ მიიქცია, ორნამენტული ნაქარგით. ეს სამოსი პირდაპირ ეხმიანებოდა იმ ეპოქას, როდესაც Hiut Denim-ის მსგავსი ტექსტილის წარმოება პირველად განვითარდა.
კომპანია, რომელიც მთლიანად დიდ ბრიტანეთში ამზადებს პრემიუმ ჯინსებს, სწორედ იმ ტრადიციების აღდგენას ისახავს მიზნად, რომლებიც უელსში ჯერ კიდევ 1960-იან წლებში არსებობდა. ქეით მიდლტონის სტილისტური გადაწყვეტილებები ხშირად სიმბოლურ დატვირთვას ატარებს და არც ეს შემთხვევა იყო გამონაკლისი, ვინტაჟური პალტო გახდა პატივისცემის ჟესტი როგორც ადგილობრივი ხელობის, ისე ისტორიული მემკვიდრეობის მიმართ.


