ქეით მიდლტონის დას, პიპას რომანი აქვს თავის ძველ მეგობართან, ჯეიმს მეთიუზთან. ცნობილია, რომ წყვილმა ურთიერთობის აწყობა 2012 წელსაც სცადა, თუმცა უშედეგოდ. როგორც ჩანს, მიდლტონმა და მეთიუზმა ურთიერთობას ახალი შანსი მისცეს.
აგვისტოში პაპარაცებმა შეძლეს პიპა მიდლტონისა და ჯეიმს მეთიუზის გადაღება კარიბის ზღვის სანაპიროზე, ასევე წყვილი ერთად ატარებდა ზამთრის შვებულებასაც. ბოლო დროს კი მათ ხშირად ხედავენ ერთად. ცნობილია, რომ მეთიუზის ოჯახი ცნობილი სასტუმროების ქსელის Eden Rock Hotel-ის მფლობელია. შეგახსენებთ, რომ ოქტომბერში პიპა მიდლტონის ყოფილ ბოიფრნედს, ნიკო ჯექსონს დაშორდა.
