პიპა მიდლტონი დღესდღეობით პოპულარობით ქეით მიდლტონსაც უსწრებს. მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ მიდლტონის უმცროსი და მილიონერ ჯეიმს მეთიუსზე ქორწინდება, პაპარაცები პიპას გადაადგილების საშუალებასაც არ აძლევენ. ამჯერად პიპა ჩელსიში სეირნობისას გადაიღეს, როცა ის ტელეფონზე მესიჯობდა და შეხვედრაზე მიიჩქაროდა. მიდლტონი კლასიკური ბრიტანული სტილის სამოსში არაჩვეულებრივად გამოიყურებოდა. მას ნარინჯისფერი პალტო და დაბალქუსლიანი ჩექმა ეცვა.
აქვე ცნობილი გახდა, რომ პიპა მიდლტონისთვის საქორწილო კაბას ბრიტანელი დიზაინერი ჯაილს დიკონი შექმნის. სხვადასხვა დროს დიზაინერი Gucci-სა და Bottega Veneta -ს მოდის სახლებთან მუშაობდა. მის კლიენტებს შორის არიან სკარლეტ იოჰანსონი დ პრინცესა ბეატრისი.
