LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქეით მიდლტონის დის ქორწილი – ფოტორეპორტაჟი წლის მნიშვნელოვანი ღონისძიებიდან

269

20 მაისს, დიდ ბრიტანეთში წლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა გაიმართა: კემბრიჯის ჰერცოგინიას, ქეით მიდლტონის უმცროსი და, პიპა ცოლად ფინანსისტ ჯეიმს მეთიუზს გაყვა. წყვილი ერთმანეთს 2012 წლიდან ხვდება, 2016 წლის ზაფხულში კი ისინი დაინიშნენ. სწორედ იმ მომენტიდან მიმდინარეობს ქორწილის აქტიური სამზადისი. გასულ უქმეებზე კი წყვილმა ერთმანეთს სამუდამო სიყვარული 200 სტუმრის თანდასწრებით, ბერკშირში მდებარე წმინდა მარკის ეკლესიაში შეჰფიცა.

დიდი იყო მოლოდინი პიპას საქორწინო კაბის მიმართაც, რომლის შექმნაც მან ინგლისელ დიზაინერს, ჯაილზ დიკონს ანდო. კაბა მართლაც შთამბეჭდავი გამოვიდა და მან კრიტიკოსების პოზიტიური შეფასებები გამოიწვია. თუმცა, მათი კომპლიმენტები ვერ დაიმსახურა პატარძლის დის და მიდლტონების ვაჟის, ჯეიმს მიდლტონის მეგობარი გოგონას ჩაცმულობამ. ქეითს ალექსანდრე მაკქუინის 5 000 დოლარად შეფასებული კრემისფერი კაბა ეცვა, თუმცა ის საღამოს ერთ-ერთ უგემოვნო სტუმრად დასახელდა.

შთამბეჭდავი იყო წმინდა მარკის ეკლესიის გაფორმებაც, რომელიც პიონებით, სამეფო ვარდებითა და სხვა მრავალგვარი ყვავილებით იყო მორთული.

განსაკუთრებული როლი ითამაშეს საქორწინო ცერემონიაში ქეითმა, პრინცმა და ბავშვებმა, პრინცმა ჯორჯმა და პრინცესა შარლოტამ. პატარები მთელი ცერემონიის მანძილზე ყვავილების ფურცლების მიმობნევით იყვნენ დაკავებულები.

წყვილის მისალოცად სპეციალურად ლონდონში ჩაფრინდა მეგან მარკლიც, რომელიც ღონისძიების ოფიციალურ ნაწილში პრინც ჰარისთან ერთად არ იყო, რადგან ისინი ჯერ მეუღლეები არ არიან. რაც შეეხება ბანკეტს, ის პრინცმა საყვარელი ქალის კომპანიაში გაატარა.

პიპა და ჯეიმსი თაფლობის თვეს სასტუმროში The Braldo ატარებენ, რომელიც ლუქს-კლასს განეკუთვნება და სადაც ერთი ღამის გატარება 3 000 ევრო ჯდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g