LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქეით მიდლტონმა ცნობილ ილუზიონისტს წერილი გადასცა, სადაც ეწერა: „მიშველეთ“ – დასავლური მედია

4192
ქეით-მიდლტონი

საშობაო წირვის შემდეგ, უელსის პრინცესა საჯაროს აღარ გამოჩენილა. მისი ბოლოს ვიდეო რამდენიმე თვის წინ გავრცელდა, საიდანაც გავიგეთ, რომ ქეით მილდტონი სიმსივნის დიაგნოზს ებრძვის. ამჯერად პრინცესა ქიმიოთერაპიის კურსს გადის, მის ჯანმრთელობაზე ახალი ცნობები ამ ეტაპზე არ გავრცელებულა.

ამჯერად დასავლური მედია წერს, რომ ჯერ კიდევ სიმსივნის დიაგნოზის გამოცხადებამდე ცოტა ხნით ადრე, ქეით მიდლტონი ბრიტანელ ილუზიონისტს, დერენ ბრაუნს შეხვდა. როგორც გამოცემა „ნიუსვიკი“ ამტკიცებს, უელსის პრინცესა ბრაუნის ლონდონში, 30 მაისის გამართულ შოუზე იმყოფებოდა და მას პირადად გადასცა წერილი წარწერით, „მიშველეთ“:

„როცა მან ხელი ჩამომართვა, მივხვდი, რომ ეს უბრალო ხელის ჩამორთმევა არ იყო, დავხედე ხელს და იქ პატარა შეტყობინება იყო წარწერით, მიშველეთ“ – ჰყვება ილუზიონისტი პირად ბლოგში.

ამ პუბლიკაციის შემდეგ, დასავლური მედია ქეით მიდლტონის გარშემო ახალი შეთქმულების თეორიის შესახებ ალაპარაკდა. 

ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, ქეით მიდლტონი ორ კვირაში შესაძლოა, საჯაროდ პირველად გამოჩნდეს

სიმსივნესთან მებრძოლ ქეით მიდლტონს კვირაში 1000-ზე მეტი გამამხნევებელი წერილი მისდის

ქეით მიდლტონს სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს – უელსის პრინცესა ვიდეომიმართვას ავრცელებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები