ქეით უინსლეტი პირველად გამოჩნდა გადასაღებ მოედანზე რეჟისორის ამპლუაში. ოსკაროსანი მსახიობი ვაჟის, 21 წლის ჯოს სცენარის მიხედვით საოჯახო დრამაზე „ნახვამდის ივნისო” მუშაობს.
უკვე გავრცელდა პირველი კადრები გადასაღები მოედნიდან. აღსანიშნავია, რომ ქეითი კინოსურათში მთავარ როლს ასრულებს.
ფილმში ვარსკვლავის პარტნიორები ტონი კოლეტი და ჰელენ მირენი იქნებიან.
