ვუდი ალენმა ახალ ფილმზე მუშაობა დაიწყო. რეჟისორის ახალ ფილმში მთავარ როლებს ქეით უინსლეტი და ჯასტინ ტიმბერლეიკი ასრულებენ. ინტერნეტში უკვე გავრცელდა პირველი კადრები გადასაღები მოედნიდან, სადაც 40 წლის მსახიობი და 35 წლის მომღერალი ემოციურ სცენას იღებენ. ამ ეტაპზე ცნობილია, რომ ახალი მელოდრამა 50-იანი წლების ისტორიას გვიყვება და მისი ბიუჯეტი 25 მილიონი დოლარია.
ამ ეტაპზე უცნობია, რაზე მოგვითხრობს ვუდი ალენის ახალი ფილმი. ფოტოებიდან მხლოდ იმის თქმა შეიძლება, რომ სურათში ბევრი ემოციური სცენა იქნება, მათ შორის სიყვარულის ისტორიაც.