ქეითი პერისა და ორლანდო ბლუმის რომანი რამდენიმე თვის წინ დასრულდა. მას შემდეგ ორივე მათგანი საკუთარი ცხოვრების მოწყობით არის დაკავებული. ამ დრომდე ორლანდოს პირადი ცხოვრების შესახებ სიახლეები არ გაჟღერებულა, ქეითი კი, რამდენიმე დღის წინ უცნობი მამაკაცთან ერთად შენიშნეს.
პაპარაცებმა 32 წლის პერი და სიმპათიური შავგვრემანი მამაკაცი იტალიაში, ერთ-ერთ ღამის კლუბში გადაიღეს. ისინი მთელი საღამოს განმავლობაში ერთმანეთს არ მოსცილებიან, ბევრს ცეკვავდნენ და იცინოდნენ.
ბუნებრივია, არც ერთი მხარისგან ამ დროისთვის კომენტარი არ გაკეთებულა. ფოტოები