ქეით მიდლტონი პრინცებთან – უილიამთან და ჰარისთან ერთად რამდენიმე საათის წინ დედოფალ ელისაბედ მეორის ოლიმპიურ პარკს ესტუმრა, სადაც საქველმოქმედო კამპანია Heads Together დაიწყო. კამპანიის ინიციატორები ბრიტანული სამეფო ოჯახის წევრები არიან.
საზეიმო ღონისძიების აღსანიშნავად მოეწყო ლანჩიც, რომლის დროსაც ქეითმა, უილიამმა და ჰარიმ პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. კამპანიის მიზანია, ფსიქიკური დარღვევებისადმი დამოკიდებულების შეცვლა.
„ჩვენ შევძლებთ, საკუთარი წვლილი შევიტანოთ, თუ ვესაუბრებით ერთმანეთს, მოვისმენთ ერთმანეთის აზრს,“ – განაცხადა ჰარიმ.