ახალგაზრდა დედა, ქეთა თოფურია ქალიშვილის ახალი ფოტოებისა და ვიდეოების გაზიარებას განაგრძობს. მომღერალი არ აჩენს ხუთი თვის ოლივიას სახეს, თუმცა, თაყვანისმცემლები დარწმუნებულები არიან, რომ ქეთა და ლივი ერთმანეთს გვანან. ეს აზრი განსაკუთრებით მას შემდეგ გამძაფრდა, რაც ქეთამ „ინსტაგრამზე“ ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც შვილს პიანინოზე დაკვრას ასწავლის. თაყვანისმცემლებმა მალევე გაავლეს პარალელი დედა-შვილის მუსიკალურ ნიჭს შორის.
„ოლივიას დაბადების შემდეგ გარკვეული პერიოდი ლოს-ანჯელესში გავჩერდი. იქ მხოლოდ ბავშვზე ვიყავი გადართული, ამიტომ პარალელურად საკუთარ კოლექციაზეც ვმუშაობდი“-განაცხადა ქეთამ. შეგახსენებთ, რომ მისი კოლექციის დებიუტი მოსკოვის Mersedes Fashion Week-ზე შედგა.
რაც შეეხება ქალიშვილს, თაყვანისმცემლები ქეთას ურჩევენ მიღწეულით არ დაკმაყოფილდეს და შვილს სხვა ტალანტებიც განუვითაროს.
https://instagram.com/p/93hC3OoVi_/?taken-by=keti_one_official