დღეს ქეთა თოფურიას პატარა გოგონა ოლივია 5 თვის გახდა. ამ თარიღთან დაკავშირებით მომღერალმა გოგონას გარდერობი განაახლა და ის ნამდვილი როკ-ვარსკვლავივით გამოაწყო. პატარა სათვალეებით, შლიაპითა და მოდური შარვლით – ოლივიას ფოტო სოციალურ ქსელში გაჩნდა.
შეგახსენებთ, რომ პატარა ოლივია ამერიკაში დაიბადა. მშობიარობის შემდეგ მომღერალი მალევე დაბრუნდა რუსეთში და აქტიურად ჩაერთო საქმიანობაში.
