პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის შვილები, ქეთევან და თეიმურაზ გორჯესტანები, 20 წლის შემდეგ მათი წინაპრების სოფელში, ეწერში ჩავიდნენ.
ქეთევან გორჯესტანმა სიმბოლურად სწორედ ამ ადგილიდან წაიკითხა ნაწყვეტი მამის, კოკი გორჯესტანის წერილიდან, რომელიც გუშინ საღამოს გავრცელდა.
მისი თქმით, წერილი არის პასუხი ყველაფერზე.
ნაწყვეტი წერილიდან, რომელიც ქეთევან გორჯესტანმა ვიდეო მიმართვაში წაიკითხა.
„შავბნელმა წრეებმა გაბედეს და ეჭვის ქვეშ დააყენეს ჩემი შვილების წარმომავლობა და დაამახინჯეს ის ყველაფერი, რასაც მათი მამა სამ ათეულ წელზე მეტ ხანს ემსახურა. ისინი, ვინც ამ ბოროტ დეზინფორმაციას ავრცელებს არაკაცები არიან, კაცობრიობის ნაგავსაყრელზე გადასაგდები.
მე ჩემს პრინციპებს ყოველთვის ვიცავდი. ამ არჩევნებში ჩემი პრინციპული არჩევანი იმ საზოგადოებას ეკუთვნის, რომელიც დასავლეთისკენ იყურება და არა ჩრდილოეთისკენ! გაუმარჯოს საქართველოს!”.