LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქეთი ჩხეიძე: „ვერ წარმომიდგენია, პოლიტიკაში როგორ უნდა ჩავერიო. თუ შემოქმედი ხარ და შენი საქმე გიყვარს, პოლიტიკა ამ დროს ნაკლებად გაინტერესებს…“

176
ქეთი ჩხეიძე

მსახიობი ქეთი ჩხეიძე პასუხობს ჟურნალ „გზის“ კითხვას იმასთან დაკავშირებით, თუ

ჩვენს საზოგადოებაში ხშირად კამათობენ, უნდა ჩაერიონ ცნობილი სპორტსმენები და ხელოვანები პოლიტიკაში თუ არა – თქვენ რას ფიქრობთ ამის თაობაზე?

– ადამიანს გააჩნია. მე მაგალითად, ვერ წარმომიდგენია, პოლიტიკაში როგორ უნდა ჩავერიო. თუ შემოქმედი ხარ და შენი საქმე გიყვარს, პოლიტიკა ამ დროს ნაკლებად გაინტერესებს. ეს ორი სხვადასხვა საქმეა. თუმცა, მაინც ხდება, როცა შემოქმედი ან კარგი სპორტსმენი პოლიტიკითაა დაინტერესებული. მე პოლიტიკაში ვერც ვერკვევი და მირჩევნია ჩემი საქმე ვაკეთო. თუ რაღაც უსაშველო მოხდება, ცხადია, აქციაზეც გამოვალ და გავაპროტესტებ, მაგრამ სხვა შემთხვევაში, ვფიქრობ, მსგავსი აქტივობა არ არის აუცილებელი. რაშიც ვერ ერკვევი, იმაში არც უნდა ჩაერიო. პოლიტიკას დიდი ელასტიკურობა, სიბრძნე და ზომიერება სჭირდება. ეს ურთულესი საქმეა, ჩვენ ვუყურებთ ამას ზერელედ, თორემ ძალიან რთული სფეროა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები