LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქეთი ჩხიკვაძე მონიკა ბელუჩისთან შეხვედრას იხსენებს: „მომწერეს, მონიკამ გთხოვა, ახალგაზრდა ხარ ჩემთან შედარებით და ცოტა დამაფოტოშოპეო…“

12446
monicabel;luchi

დიზაინერი ქეთი ჩხიკვაძე მონიკა ბელუჩისთან ერთ-ერთი ჟურნალისთვის, კერძოდ, „ჰარპერს ბაზაარისთვის“ გადაღების პროცესის შესახებ „დღის პოსტში“ საუბრობს:

„ვინც ამ გადაღებებში მონაწილეობს, მან წამიყვანა, როგორც დამხმარე, თან, მოსწონს ჩემი კოლექციები. ერთ-ერთ სასტუმროში დიდი ნომერი გვქონდა გამოყოფილი, რვა ადამიანი ვმუშაობდით ორი დღის განმავლობაში. ფეხსაცმელებს ვალაგებდი გადაღებისთვის, როდესაც მონიკა მოვიდა და მითხრა, გამარჯობა, მე მონიკა ვარო… ძალიან დავიბენი. ძალიან თავმდაბალი და მშვიდი ადამიანია. ძალიან დაიღალა, მაგრამ საერთოდ არ შეუმჩნევია.

თავად ჟურნალმა გადაწყვიტა, რომ გარეკანზე ეს ფოტო გამოეტანათ. ჩვენ მონიკას რამდენიმე ნამუშევარი ვაჩუქეთ. ძალიან მოეწონა. ფოტო, რომელიც ერთად გადავიღეთ შოურუმის დასრულების დროს, „ინსტაგრამზე“ რომ დავდე, მომწერეს, მონიკამ გთხოვა, ახალგაზრდა ხარ ჩემთან შედარებით და ცოტა დამაფოტოშოპეო. ავიღე ფოტო და თავიდან დავდე, მცირედი შესწორებით. ჩემი აზრით, ფოტოშოპის გარეშეც ძალიან ლამაზი იყო…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები