LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქეთი ხუციშვილი: „იყო ოჯახის მეორედ შექმნის მცდელობა, მაგრამ ვერ შედგა…“

181
page

ქეთი ხუციშვილის ცხოვრება ერთმა როლმა აბსოლუტურად შეცვალა.  სერიალ „ჩემი ცოლის დაქალების“ შემდეგ ის ერთ-ერთ ყველაზე  გამოკვეთილ სახედ იქცა სატელევიზიო შოუების სივრცეში. ამ პოპულარობის მიღმა ძალიან უშუალო და თავისუფალი, თუმცა  სირთულეებგამოვლილი ქალი დგას. „სარკესთან“ (5 ნოემბრის ნომერი) ამბობს, რომ მადლიერია იმ ყველაფრის გამო, რასაც მიაღწია და მოსწონს ის „ოაზისი“, რომელიც თავად შექმნა.

– ამხელა პოპულარობამ  უცებ იფეთქა. ეს იყო მშვენიერი წამები და წუთები, თუმცა პირველად დეპრესიაც შემომეპარა, რადგან ჩემში დიდი ცვლილება მოხდა…

ჩემი შვილი უმამოდ რომ გაიზარდა, რაღაცნაირად სხვანაირად ჩავებღაუჭე. ასე გავზარდე: გინდა, გიორგი? გინდა. არ გინდა, გიორგი? არ გინდა. საბავშვო ბაღშიც ასე იყო. მივიყვანდი 10 საათზე და 11 საათზე უკან მომყავდა. ვცდილობდი, სტრესი არ ეგრძნო. სულ ვფიქრობდი, რომ არაფერზე ენერვიულა…

არ გიფიქრიათ, რომ თქვენი პირადი ცხოვრება ხელახლა აგეწყოთ, მეორედ შეგექმნათ ოჯახი?

იყო მეორედ მცდელობა, მაგრამ ვერ შედგა. ახლა ამაზე აღარ ვფიქრობ… საერთოდ ამბობენ, არასოდეს თქვა არასოდესო. ახლო მომავალშიც არ ვგეგმავ. ჩემი თავი ვერ წარმომიდგენია მეუღლედ…

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g