ქეთი წიკლაური მამის გარდაცვალების შემდეგ, ცხოვრების სირთულეებზე პირველად ისაუბრებს სატალევიზიო ეთერში.
თემურ წიკლაურის ქალიშვილი გადაცემა “პროფილს” სტუმრობდა, სადაც მამისთვის მიწერილი ბოლო სიტყვები გაიხსენა.
„თითქოს ახლა აქ უნდა შემოვიდეს… ძალიან მიყვარხარ, მაგრად იყავი – გთხოვთქო და მომწერა – შვილიკო მეც ძალიან მიყვარხარ, ვეცდებიო.
მთელი დარბაზი ფეხზე იდგა, ტიროდნენ, მეც ვტიროდი და მამაც ტიროდა სცენაზე…”- ამბობს გადაცემის ანონსში ქეთი წიკლაური.
„ივერიის“ ცნობილი სოლისტი, მომღერალი თემურ წიკლაური 1 თებერვალს გარდაიცვალა. ექიმებმა მისი გადარჩენა კორონავირუსისგან გამოწვეული გართულებების შემდეგ ვეღარ შეძლეს. მომღერალს თვეზე მეტხანს გორის ჰოსპიტალში მკურნალობდნენ.
