LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქიბარ ხალვაში აპირებს დავით დვალსა და ჯარჯი აქიმიძეს ტელეკომპანიის წილი გადაუფორმოს

69

ქიბარ ხალვაში აპირებს დავით დვალსა და ჯარჯი აქიმიძეს გადაუფორმოს ტელეკომპანიის წილი, რამდენზეც ისინი შეთანხმებულები იყვნენ.

ამის შესახებ ხალვაშმა „მოამბეში“ განაცხადა. ამ ეტაპზე ხალვაში არ აკონკრეტებს რამდენ პროცენტიან წილზეა საუბარი. 

„დავით დვალსა და ჯარჯი აქიმიძეს გადავუფორმებ იმდენს, რამდენზეც მოლაპარაკებული ვიყავით. მგონია, რომ გაუგებრობას ადგილი არ ექნება. კონკრეტულად რამდენ პროცენტიან წილზეა საუბარი, მათთან შეუთანხმებლად ოფიციალური განცხადების გაკეთებას არ ვაპირებ, მათგან განსხვავებით, ტელევიზიას ისე არ მოვექცევი, რომ ის სხვისი კონტროლის ქვეშ მოექცეს და შევეცდები, ის ისეთი იყოს, როგორც წარმომიდგენია“,- განაცხადა ხალვაშმა.

უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ გააუქმა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და „რუსთავი 2-ის“ 60%-იანი წილი ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა, ხოლო 40% შპს „პანორამას“.

magti 5g