ალბათ ბევრს გაუგია გამოთქმა იმის შესახებ, რომ ჩამოვარდნილ წამწამს ბედნიერება და სასურველი ნატვრის ახდენა მოაქვს. ავსტრალიელმა კომიკოსმა მსახიობმა ენდრიუ ბრაუნმა თავის ქალიშვილთან დაკავშირებით გულისამაჩუყებელი ისტორია მოყვა:
გასული წლის ივნისში მის 7 წლის ქალიშვილს საიმსივნე დაუდგინეს. გოგონას წინ 8 თვიანი ქიმიოთერაპიის კურსი ელოდა, რაც საკმაოდ დიდ თანხებთან იყო დაკავშირებული. ენდრიუმ თავის მეგობრებთან ერთად რამდენიმე კომედიური წარმოდგენა გამართა, შემოსული თანხა მთლიანად პატარას მკურნალობას მოხმარდა.
მორიგი ქიმიოთერაპიის შემდეგ ოჯახს საკმარისი სახსრები აღარ აღმოაჩნდა, ამიტომ მათ მიმართეს ინტერნეტმომხმარებლებს. დახმარების შესახებ ტექსტს გოგონას ფოტოც ერთვოდა, რომელსაც ქიმიის შედეგად ერთი წამწამი დარჩა:
„ეს წამწამი უკვე ორი კვირაა არის და ყოველთვის, როცა მას ვხედავ, მინდა ვუთხრა, რომ სურვილი ჩაიფიქროს“ – ამბობს პატარას დედა.
როგორც ჩანს, უკანასკნელი წამწამი მართლაც სასწაულმოქმედია. რამდენიმე დღეში საჭირო თანხა მოგროვდა!
მკურნალობას კი თავისი შედეგი მოაქვს. მართალია, ჯერ ადრეა საბოლოო განკურნებაზე ლაპარაკი, თუმცა ექიმების თქმით პროგნოზები ოპტიმისტურია და სიმსივნემ მკვეთრად იკლო ზომაში. პატარას წინ ქიმიოთერაპიის ორი კურსი და ხუთკვირიანი შემდგომი მკურნალობა დარჩა.




