LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქობულეთის შემოვლითი გზა თანამედროვე ტექნოლოგიებით შენდება

24

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი აჭარაში ქობულეთის შემოვლით გზას აშენებს. როგორც უწყებაში აცხადებენ, გზის მშენებლობა თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით მიმდინარეობს.

”ქობულეთის შემოვლითი გზა მნიშვნელოვნად განტვირთავს სატრანზიტო მიმოსვლას და რეგიონში ტურიზმის სრულფასოვან განვითარებას შეუწყობს ხელს. აღნიშნული პროექტი მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს რეგიონის ეკოლოგიურ მდგომარეობასაც”, – აღნიშნეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში.

მათივე ცნობით, პროექტი აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით ხორციელდება. მისი ღირებულება 200 მილიონ ლარს აჭარბებს. მშენებლობაზე 400-მდე ადგილობრივი მოსახლეა დასაქმებული. გზის მშენებლობა მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულება.