LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქობულეთში სახლი დაიწვა – დაშავებულია ერთი პირი

94
Untitled design

ქობულეთში გვიან ღამით საცხოვრებელი სახლი დაიწვა.

შემთხვევა სოფელ ჯინანჯურში მოხდა. დაშავებულია მცირეწლოვანი, რომელიც კლინიკაში გადაიყვანეს.

6-სულიანი ოჯახი კი უსახლკაროდ დარჩა.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია.

როგორც მერიაში განმარტავენ,  საკითხს სპეციალური კომისია შეისწავლის, მანამდე კი ოჯახს დროებით ქირით უზრუნველყოფენ.

“ოჯახი გახლავთ ექვსსულიანი, ყველა არის ჯანმრთელად, ერთს ჰქონდა მცირედი დაზიანება, რომელიც გადაყვანილია კლინიკაში, წინასწარი მონაცემებით საშიში არაფერია.

მოსახლეები გადავლენ უსაფრთხო ადგილზე და გამოეყოფათ ქირა, კომისია მდგომარეობას შეისწავლის და ოჯახს შესაბამისი დახმარება გაეწევა”, – განაცხადა ქობულეთის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი ზაზა კაიკაციშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g