LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქობულეთში საოჯახო სასტუმროების მეპატრონებმა “ქართული ოცნების“ ოფისთან საპროტესტო აქცია გამართეს

253
637343115352144169-0.417095

ქობულეთში საოჯახო სასტუმროების მეპატრონებმა “ქართული ოცნების“ ოფისთან საპროტესტო აქცია გამართეს და პროტესტის ნიშნად რამდენიმე წუთით ცენტრალური გზა გადაკეტეს.

შეკრებილების განცხადებით, პანდემიის დროს ძალიან დაზარალდნენ, საერთაშორისო ფრენების შეწყვეტამ კი ტურისტული სეზონი ფაქტიურად ჩააგდო. აქციის მონაწილეები მოითხოვენ  ბანკში სესხების გაყინვა, ან სახელმწიფოს მხრიდან სუბსიდირება მოხდეს.

აქციის მონაწილეები აწარის მთავრობას ბანკებთან შუამდგომლობას თხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, პროტესტის შეწყვეტას არ აპირებენ.

მათ უკვე შეხვდა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე, როგორც მინისტრმა აქციის მონაწილეებს განუცხადა, სხვადასხვა საბანკო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს და უახლოეს პერიოდში აქციის მონაწილეთა მოთხოვნები გადაიჭრება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები