LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქოცები – მადრიდი, ნაცები – ბარსელონა: რომელ გუნდებში დადიან საქართველოს მეთაურები

374

საქართველო მადრიდში, ტურიზმის საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობს. ესპანეთის დედაქალაქშია საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილიც, რომელმაც შემთხვევით ისარგებლა და მადრიდის „რეალის“ სტადიონიც მოინახულა.

ძალიან გახშირებული და ტრადიციული სიტუაციაა, როდესაც პოლიტიკოსები ცნობილ სპორტსმენებთან (ხელოვანებთანაც) ან ახლობლობენ ან დაახლოებას ცდილობენ. ეს მთელ მსოფლიოში ასეა და გამონაკლისი არც ჩვენი ქვეყანაა. ძალიან შორს, შევარდნაძის და საბჭოთა ხანაში რომ არ გადავარდეთ, უახლოესი წარსული გავიხსენოთ. საქართველოს წინა პრეზიდენტი ბარსელონაში ყოფნის დროს „ნოუ კამპზეც“ იყო და „ბარსას“ მაშინდელმა პრეზიდენტმა ხუან ლაპორტამ პერსონალურ მაისურიც უსახსოვრა (გახსოვთ სააკაშვილი ჩემპიონთა ლიგის რომაულ ფინალზე, „ბარსამ“ „მანჩესტერს“ რომ მოუგო).
ჩვენი ქვეყნის დღევანდელი მთავრობის მეთაური კი „სამეფო კლუბის“ ხელმძღვანელ ფლორენტინო პერესს შეხვდა და მისგან ჩაიბარა სამახსოვრო საჩუქარი. აი ბიძინა ივანიშვილი კი „მილანის“ სახელობითი მაისურით იწონებს თავს, რომელმაც გასაგები მიზეზებით ადრიანო გალიანისგან 41-ნომრიანი მაისური ჩაიბარა.

ვისი გულშემატკივარი აღმოჩნდება საქართველოს მომდევნო მესაჭე. თუმცა ჯერ საკითხავი ის არის, ეს მომდევნო ვინ იქნება.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g