LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ქორები გამოეყვნენ ყვავებს” – რომან გოცირიძე “ონცებიდან” წასულებზე

503
BeFunky-collage (8)

“ქორები გამოეყვნენ ყვავებს,”- ასე ეხმაურება „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე სამი დეპუტატის მიერ „ქართული ოცნების“ დატოვებას.

ამის შესახებ გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს და აღნიშნავს, რომ პარლამენტში ფარდისამხდელთა ჯგუფი შეიქმნა.

“ქორები გამოეყვნენ ყვავებს.

პარლამენტში ფარდისამხდელთა ჯგუფი შეიქმნა. მათი პირით იღაღადებს ბიძინა,” – წერს რომან გოცირიძე.

ცნობისთვის, სოზარ სუბარმა, მიხეილ ყაველაშვილმა და დიმიტრი ხუნდაძემ „ქართული ოცნება“ დატოვეს.

მმართველი გუნდიდან მათი წასვლის შემდეგ სახელისუფლებო პარტია, საკანონმდებლო ორგანოში უკვე 81 დეპუტატით არის წარმოდგენილი, თუმცა კვლავ ინარჩუნებს საპარლამენტო უმრავლესობას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები