LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Qoros-ისა და Koenigsegg-ის უნიკალური ავტომობილი – ძრავი გამანაწილებელი ლილვის გარეშე

11

შვედურმა ფირმამ FreeValve, რომელიც Koenigsegg-ის კონტროლის ქვეშ იმყოფება, და ჩინურმა კომპანიამ Qoros კონცეპტუალური ავტომობილი წარადგინეს, რომლის მთავარი ღირსებაც უნიკალური, უახლესი ტიპის ძრავი გახლავთ. ავტომობილის პრეზენტაცია პეკინის ავტოშოუზე შედგა.

კონცეპტუალური ავტომობილის Qoros Qamfree კაპოტქვეშ მოთავსებულია 4 ცილინდრიანი ძრავი. რომელიც უნიკალური გახლავთ იმით, რომ მას არ აქვს ტრადიციული გამანაწილებელი ლილვი (რასპრედვალი), ამასთანავე ჰაერის შემშვები სისტემა პნევმატური შემშვები სისტემით ჩანაცვლდა ელექტრონულად იმართება. ძრავის ახალ ტექნოლოგიას PHEA (Pneumatic-Hydraulic-Electric-Actuator) ეწოდება.

ინჟინრების განცხადებით ახალი ტექნოლოგია შესაძლებლობას იძლევა უზუსტესად გაკონტროლდეს სარქველის გახსნა-დახურვა. ხოლო ასეთი ტიპის ძრავები იქნება უფრო კომპაქტური, ეკონომიური და მსუბუქი.

პეკინში ავტომობილის პროტოტიპი კომპანია FreeValve-ს დირექტორმა ურბან კარსლონმა და Koenigsegg-ის სპორტული ავტომობილების წარმოების უფროსმა კრისტიან ფონ კონიგსეგმა წარადაგინეს.

”ჩვენ გვჯერა, რომ უახლოეს მომავალში, საავტომობილო ინდუსტრია ჩვენს მიერ შეთავაზებულ ტექნოლოგიაზე გადაეწყობა და რევოლუციას მოახდენს.” – განაცხადა ფონ კონიგსეგმა.

პრემიერის შემდეგ კრიტიკოსებმა ძრავის შესახებ უამრავი რეცენზიები გამოაქვეყნეს. აღსანიშნავია, რომ მათგან უმეტესობამ ახალი ტექნოლოგიით დამზადებული ძრავი მოიწონა და წარმატებაც უწინასწარმეტყველა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები