LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქორწინების 14 წლის იუბილეზე, ქეით მიდლტონი და პრინცი უილიამი იმ ადგილას დაბრუნდნენ, სადაც მათი რომანი დაიწყო

209
ქორწინების 14 წლის იუბილეზე, ქეით მიდლტონი და პრინცი უილიამი იმ ადგილას დაბრუნდნენ, სადაც მათი რომანი დაიწყო

პრინცმა უილიამმა და ქეით მიდლტონმა მიმდინარე კვირას რამდენიმე დღე შოტლანდიაში გაატარეს. სწორედ აქ გაიცნო წყვილმა ერთმანეთი 20 წლის წინ და ყველაფერი ამ ადგილიდან დაიწყო. მეუღლეებმა არა მხოლოდ ქორწინების 14 წლის იუბილე აღნიშნეს, არამედ დაგეგმილი ვიზიტის ფარგლებში, რამდენიმე ლოკაციაზეც იმყოფებოდნენ. წყვილმა მალის კუნძულიც მოინახულა, მოგვიანებით კი, მათი ვიზიტი პენინგეილის ცენტრში გაგრძელდა.

საინტერესოა, რომ სწორედ შოტლანდიურ კუნძულზეა გადაღებული წყვილის რომანტიკული ფოტო, რომელიც კენსინგტონის სასახლის ოფიციალურ გვერდზე, ქეითისა და უილიამის ქორწინების 14 წლის იუბილეს აღსანიშნავად გამოქვეყნდა. ფოტოზე მეუღლეები ტბის პირას, ხელჩაკიდებულები დგანან.

პირველი შვებულება სიმსივნის დამარცხების შემდეგ – ქეით მიდლტონი ოჯახთან ერთად ალპებში ისვენებს

„ალექსანდრ მაკქუინის“ პალტოში გამოწყობილმა ქეით მიდლტონმა ჩაცმის პროტოკოლი დაარღვია – მედია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g