LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქსავიე ბატელი: „არჩევნებთან დაკავშირებით სანქციების დაწესებამდე, უნდა მოვისმინოთ, იყო თუ არა გაყალბება… საქართველოში აქციის მონაწილეების დასჯა, მათ მიმართ ასეთი ძალადობა მიუღებელია, ეს არის ის, სადაც პასუხისმგებელი პირები უნდა დავსაჯოთ“

139
ქსავიე ბატელი

ბრიუსელში, სადაც დღეს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომა უნდა გაიმართოს, გაერთიანების წევრი ქვეყნების მინისტრები ჟურნალისტებთან საქართველოში მიმდინარე მოვლენებს აფასებენ.

„ერთი საკითხია სანქციები, მეორე კი – უვიზო რეჟიმის შეზღუდვა“ – რა განცხადებები კეთდება საქართველოსთან დაკავშირებით ევროკავშირის საგარეო საბჭოს შეხვედრის დაწყებამდე

როგორც სხდომის დაწყებამდე ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ქსავიე ბატელმა განაცხადა, ის ძალადობა, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება აქციის მონაწილეების მიმართ იჩენს, მიუღებელია:

„თუ ვამბობთ, რომ უნდა დავაწესოთ სანქციები არჩევნებთან დაკავშირებით, პირველ რიგში უნდა მოვისმინოთ, რომ იყო გაყალბება, რადგან, გულწრფელად რომ ვთქვათ, იქ იყო ასობით დამკვირვებელი და ჩემთვის მნიშვნელოვანია, იმის ნახვა, იყო თუ არ გაყალბება და არა ის, რომ უნდა დავსაჯოთ, რადგან არ მოგვწონს შედეგი.

მაგრამ მთავრობის ქცევა მიუღებელია, აქციის მონაწილეების დასჯა, მათ მიმართ ასეთი ძალადობა მიუღებელია. ეს არის ის, სადაც უნდა დავსაჯოთ პასუხისმგებელი პირები, მაგრამ პარტიის დასჯა, რომელსაც კარგი შედეგი ჰქონდა, ეს ჩემი აზროვნების სტილი არ არის. მაგრამ ამ საკითხზე უნდა გვქონდეს დახურულ კარს მიღმა საუბარი და 27 წევრს შორის თანხმობის მიღწევა იოლი არ არის“, – განუცხადა ჟურნალისტებს ქსავიე ბატელმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g