ჩინურმა ინტერნეტ პორტალმა Autohome-მა, Hyundai Verna-ს მომდევნო თაობის სედანის პირველი ჯაშუშური ფოტოები გაავრცელა, რომელიც ავტობაზარზე სახელით – Solaris იქნება წარმოდგენილი (ზოგიერთ ავტობაზარზე შეიძლება ვიხილოთ როგორც – Accent).
ახალი Solaris-ი Verna Concept-ის პროტოტიპის მიხედვით შესრულდება და წარმოდგენილი იქნება ჩინურ ავტოსალონში. ახალი მოდელი აღიჭურვება ახალი დეტალებით, როგორებიცაა განახლებული ფარები, რადიატორის გისოსები და განათება. ასევე შეიცვლება ავტომობილის კარების სტანდარტიც.
როგორც მოსალოდნელია, Hyundai Verna /Solaris-ის ოფიციალური პრემიერი ჩინეთში შემოდგომაზე შედგება.
Hyundai Solaris-ის წარმოდგენილი იქნება ორი ვერსიის სახით: 1.4 ლიტრიანი მოტორით, რომელიც 107 ცხენის ძალის სიმძლავრისაა და ასევე ძრავით, რომლის ტევადობაც 1.6 ლიტრს შეადგენს, რომელიც 123 ცხენის ძალის სიმძლავრით განისაზღვრება.