ქსელში Audi-ის ყველაზე პატარა და ყველაზე „ცხელი” კროსოვერის პირველი კადრები გავრცელდა. კომპაქტური Q2-ის პრემიერა მომავალ კვირას პარიზის მოტოშოუზე უნდა შედგეს, მანამდე კი მწარმოებლები მისი ვიზუალის საიდუმლოდ შენახვას ცდილობდნენ.
„ცხელი” კროსოვერი 2 ლიტრის მოცულობის ბენზინის ტურბოძრავითაა აღჭურვილი. შეგახსენებთ, რომ ანალოგიური აგრეგატი ჰეტჩბეკ S3-ს აქვს. თუმცა, ყველგანამავალზე ძრავი შედარებით უფრო სუსტია და 310-ის ნაცვლად 300 ცხენის ძალის განვითარება შეუძლია. როგორც ავტოექსპერტები ვარაუდობენ, Audi SQ2-ს პირველი „ასეულის“ ასაკრეფად 4,8 წამი დასჭირდება. მოდელის მაქსიმალური სიჩქარე კი 250 კმ/სთ იქნება. რაც შეეხება ცხელი „კროსოვერის“ წინამორბედ – Q2-ს, მისი დებიუტი 2016 წლის მარტში შედგა და მოდელს 116-დან 190 ცხენის ძალამდე სიძლიერის ძრავი აქვს.


