LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქსელში Mercedes – Benz Gle-ს ახალი კადრები გავრცელდა

48

ქსელში Mercedes – Benz Gle-ს ახალი კადრები გავრცელდა. გერმანულმა ავტომწარმოებელმა მომავალი თაობის ყველგანმავალის კიდევ ერთი თიზერი გაავრცელა. კადრებში ავტომობილის წინა ნაწილის და დიოდის განათების მქონე გადახურვის ნახვაა შესაძლებელი. სიახლის საჯარო დებიუტი სულ მალე, ოქტომბრის თვეში შედგება.

მომავალი თაობის GLE-მ გაუმჯობესებული ტექნოლოგიური მახასიათებლები მიიღო და ის თითქმის მთლიანად ელექტრონიკით იმართება. ყველგანმავალს განსაკუთრებული ანტისაბუქსირო სისტემაც აქვს, რაც მას საშუალებას აძლევს, რომ სხვადასხვა სირთულეებიდან, მაგალითად ქვიშიდან დამოუკიდებლად ამოვიდეს.

შეგახსენებთ, რომ პაპარაცებმა ცოტა ხნის წინ ახალი მოდელის ინტერიერის გადაღებაც შეძლეს და ის Vision Maybach Ultimate-ის კონცეპტშია შესრულებული.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები