LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,ქუჩაში სულ ვიმღერებ…ჩემი მშობლები და ძმა ამერიკაში წავიდნენ, მე კი არ გავყევი” – დოდონა ნამორაძე

311
befunky-collage-2024-02-18t000251.493-2024-02-18_00-03-11_311034

ქართველი მომღერალი დოდონა ნამორაძე ჟურნალ ,,სარკესთან” ინტერვიუში საქართველოსა და სიმღერის მიმართ უსაზღვრო სიყვარულზე საუბრობს.

როგორც დოდონა საუბრობს, მისი ოჯახი ამერიკაში წავიდა, ის კი საქართველოში დარჩა, რადგან აქ ყოფნა სურს.

,,ძალიან მიყვარს საქართველო, იმის მიუხედავად, რომ 6 წელი აქ არ ვცხოვრობდი. ჩემი მშობლების დამსახურებაა, რომ მთელი 6 წელი ენა შემინარჩუნეს, ისტორიაც მასწავლეს და სიყვარულიც. რომ ჩამოვედი, პირველი 2 წელი გაქცევაზე ვიყავი, არ მინდოდა აქ, მაგრამ ახლა ჩემი მშობლები და ძმა ამერიკაში წავიდნენ, მე კი არ გავყევი. მინდოდა, აქ ვყოფილიყავი”, – ამბობს მომღერალი.

მისივე თქმით, ქუჩაში სიმღერა ძალიან უყვარს, რადგან იქ ყველა ერთ დონეზეა და სხვებისგან არაფრით განსხვავდება.

,,ქუჩაში სულ ვიმღერებ! მიყვარს ის, რომ ქუჩაში არ არის სცენა. სასიამოვნოა, როდესაც ადამიანები სცენაზე გიყურებენ, სინათლის ქვეშ და ამაღლებულ ადგილზე შენ ხარ, მაგრამ ქუჩაში ყველა ერთ დონეზე ვართ და არაფრით განსხვავდები სხვებისგან. უბრალოდ, შენ დაიბადე ამ ნიჭით და სულ გახსოვს, რომ არაფრით დაგიმსახურებია ის, რომ ასე კარგად მღერი, ზემოდან მოგეცა და უნდა გასცე”, – საუბრობს დოდონა ნამორაძე.

წყარო: sarkenews.ge

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები