LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქურდი გაძარცვულ მაღაზიაში დაბრუნდა, რათა დარჩენილი iPhone წამოეღო და მაშინვე დაიჭირეს

43
4654

აშშ-ში, ოკლაჰომას შტატის პოლიციამ დააკავა დამნაშავე რომელმაც ქსელური კავშირის მაღაზია გაძარცვა და შემდეგ დანაშაულის ადგილს დავიწყებული iPhone-ის წამოსაღებად დაუბრუნდა. ინფორმაციას ამის შესახებ KTUL ავრცელებს.

სატელეკომუნიკაციო კომპანია AT&T-ის მაღაზიაში დილით სიგნალიზაცია ჩაირთო. ადგილზე მისულმა პოლიციამ აღმოაჩინა, რომ შენობაში ელექტროენერგია გათიშული იყო, ფანჯარა ჩამტვრეული, ხოლო ვიტრინებიდან – ტელეფონები და სხვა პროდუქცია გამქრალი. მთლიანობაში ქურდმა ათასი დოლარის ტექნიკა მოიპარა.

დათვალიერების დროს მაღაზიაში ვიღაცის iPhone იპოვეს. გაჯეტის მფლობელი თანამშრომელთა შორის არ აღმოჩნდა და პოლიციამ ტელეფონი ნივთმტკიცების სახით ამოიღო.

როდესაც სამართალდამცავები წავიდნენ, მაღაზიასთან მივიდა ვინმე დილონ სლეკი და შიგნით შესვლა სცადა. მან განაცხადა რომ ვიტრინაზე მობილური დარჩა და მისი წამოღება სურდა. თანამშრომლებმა პოლიციაში დარეკეს და შემოწმების შემდეგ დადგინდა, რომ სლეკი მაღაზიის მძარცველი იყო.

მამაკაცი პოლიციას ნებაყოფლობით ჩაბარდა და დანაშაულიც აღიარა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები