LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქუთაისი-ბერლინის რეისი არ შესრულდა: Wizz Air-ის მგზავრები კომპანიის გადაწყვეტილებას ელოდებიან

35

Wizz Air-მა ქუთაისი-ბერლინის რეისი ვერ შეასრულა. ამ რეისის მგზავრებმა არ იციან როდის გაფრინდებიან სასურველი მიმართულებით. ქუთაისის აეროპორტი მათ წყალტუბოში, სასტუმროში გაჩერებას სთავაზობს.

როგორც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე წერს, რეისი ქუთაისი-ბერლინი (W66407 ) არ შესრულდა რადგან ბორტი თბილისში იყო.

გადაწყვეტილება კომპანიას ამ რეისთან დაკავშირებით, ჯერ არ მიუღია.

ამასთან განცხადებაში ნათქვამია, რომ ყველა სხვა ავიარეისი დაგეგმილი დროის მიხედვით შესრულდება.

“ავიაკომპანია ვიზეაირის რეისი (W66409) მემინგენი – ქუთაისი, უამინდობის გამო თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაჯდა. მგზავრების ნაწილი თბილისში დარჩა, ნაწილი კი ავტობუსით გაემგზავრა ქუთაისის მიმართულებით.

რეისი ქუთაისი-ბერლინი (W66407 ) არ შესრულდა რადგან ბორტი თბილისში იყო.

ქუთაისი – ბერლინის რეისზე დარეგისტრირებული მგზავრები გადანაწილდნენ სასტუმროებში.

აღნიშნულ ავიარეისთან დაკავშირებით ველით ავიაკომპანია ვიზეარის გადაწყვეტილებას და ინფორმაციის მიღებისთანავე შეიტყობთ ჩვენი გვერდის საშუალებით.

სხვა ყველა ავიარეისი შესრულდება დაგეგმილი დროის მიხედვით”, – ნათქვამია ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

[fbvideo link=”https://www.facebook.com/giorgi.toronjadze.5/videos/1820262094666973/” width=”600″ height=”400″ onlyvideo=”1″]

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები