ქუთაისი-ვარშავის ავიარეისზე განხორციელებული ზარის ავტორი სიძეზე გაბრაზებული სიდედრი აღმოჩნდა, – ამის შესახებ ერთ-ერთმა ქუთაისელმა განაცხადა. მისი თქმით, ქუთაისის აეროპორტში ქალბატონმა დარეკა, რომლის სიძეც ვარშავაში მიფრინავდა. “სიდედრმა დარეკა აეროპორტში და იკითხა, გაფრინდა თუ არა უკვე ქუთაისი-ვარშავის რეისი. როდესაც ოპერატორისგან პასუხად დასტური მიიღო, ქალბატონმა მას უთხრა – ახლა მიყურეთ როგორ აგწიოთ ჰაერშიო”.
ოფიციალური ინფორმაციით, ზარის ავტორი დადგენილია. როგორც “საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში” განაცხადეს, გაირკვა, რომ ზარი განხორციელდა ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე და რეალურად საფრთხის შემცველი არ იყო.
შეგახსენებთ, რომ “საქართველოს აეოპორტების გაერთიანების” განცხადებით, 25 ოქტომბერს “ვიზეარის” რეისმა W6 1576 ქუთაისი – ვარშავის მიმართულებით იძულებითი დაშვება განახორციელა რუმინეთის ქალაქ ბუქარესტში, რისი მიზეზიც ქუთაისის აეროპორტში განხორციელებული საეჭვო სატელეფონო ზარი გახდა. მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 331-ე მუხლით დაიწყო, რაც ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინებას გულისხმობს.