LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქუთაისის აეროპორტში საჰაერო მიმოსვლის დინამიკამ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია – თამარ არჩუაძე

163
296665813_5433331920068047_9145290271107858140_n

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორის თამარ არჩუაძის განცხადებით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში საჰაერო მიმოსვლის დინამიკამ ივლისის თვეში ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია. აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 330 რეისი შესრულდა და 93,919 მგზავრს მოემსახურნენ.

მათივე შეფასებით, 2022 წლის ივლისში, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ისტორიულად ყველაზე მეტ რეისსა და მგზავრს მოემსახურა.

„ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტისთვის გასული თვე არსებობის მანძილზე ისტორიულად ყველაზე დატვირთული იყო. ერთ თვეში 330 რეისისა და 93,919 მგზავრის მომსახურება ჩვენი აეროპორტისთვის ერთდროულად სასიხარულოც იყო და საპასუხისმგებლოც. მოლოდინები კიდევ უფრო პოზიტიური გვაქვს. იცით, რომ Wizz Air- მა ჩვენს აეროპორტში მეორე ბაზირებული საჰაერო ხომალდი დააბრუნა, დაიწყო პირდაპირი ფრენები ტალინისა და პარიზის მიმართულებით. ასევე, მეორე ხომალდმა საშუალება მისცა ავიაკომპანიას არსებულ მიმართულებებზე ფრენის სიხშირეები გაეზარდა. შესაბამისად, ეს ყველაფერი აეროპორტში მგზავრთნაკადისა და რეისების ზრდას შეუწყობს ხელს”, – აცხადებს თამარ არჩუაძე.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 4 ავიაკომპანია 17 ქვეყნის 28 მიმართულებით ოპერირებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g