ქუთაისის ერთ-ერთ კლინიკაში ახალგაზრდა ქალი მძიმე დაზიანებებით შეიყვანეს. კერძოდ, არსებული ინფორმაციით, ის სასტიკად არის ნაცემი.
არსებული ცნობებით, ქალბატონი კლინიკაში მამაკაცმა მიიყვანა, რომელმაც განაცხადა, რომ იგი მძიმე მდგომარეობაში ქუთაისისა და ერთ-ერთი მუნიციპალიტეტის დამაკავშირებელ გზაზე იპოვა.
ქალს სახის, თავის, გულ-მკერდისა და კიდურების არეში დაზიანებები აღენიშნება, თუმცა ამ ეტაპზე მისი სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.